პოლიტიკურმა მოძრაობა „ქართულმა ოცნებამ“ გორში აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით განაცხადით გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით ხმიადაშვილს უკვე მიმართა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ გორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამაზ შიოშვილმა განუცხადა.
შიოშვილის თქმით, აქციის გამართვა გორის ცენტრში, სტალინის # 16-ში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადზე პასუხი სამი დღის ვადაში უნდა გასცენ.
„ქართული ოცნების“ აქცია გორში 15 ივლისსაა დაგეგმილი.
კოალიციამ მსგავსი ღონისძიებები თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთსა და მცხეთაში უკვე გამართა.

















