logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: ჩვენი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა
კახა კალაძე: ჩვენი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა
10:14 14.10.2017
„ჩვენი პრიორიტეტია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რათა ადამიანები დასაქმდნენ, თვითრეალიზება შეძლონ და ქალაქში სოციალურად დაუცველების რიცხვი დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესაბამისად შემცირდეს. ამჟამად, „ქართუ ჯგუფის“ ინვესტიციის ფარგლებში, პანორამას, გალერეას, თაბორის მთის პროექტებზე დაახლოებით 15 000 ადამიანია დასაქმებული, პროექტების დასრულების შემდეგ კი 2000-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება“ - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი დღეს ჩუღურეთისა და თემქის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად შეხვდა.
თბილისის მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის შემუშავებული შვიდი პოლიტიკა წარუდგინა, რომელიც ითვალისწინებს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინწამოწევას და გააქტიურებას.
კახა კალაძემ ჩუღურეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით 4 წლის განმავლობაში ნახევარი მილიარდი ლარი დაიხარჯება.
„ჩვენთვის ისტორიული უბნები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ქალაქის იერსახე და სიმდიდრეა. პირობას გაძლევთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენს პოლიტიკას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. აღმაშენებლის გამზირის მაგალითზე, ყველამ კარგად ვნახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძველი თბილისის რეაბილიტაცია -ძველ უბნებში ახალი სიცოცხლე შემოდის. ამიტომაც, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ძველ თბილისში მასშტაბური პროექტები განხორციელდება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა.
კახა კალაძემ თემქის მოსახლეობას მუხიანში „რადიოქალაქის“ მოწყობის იდეა გააცნო. მისი თქმით, რადიოქარხნის ვრცელ ტერიტორიაზე განთავსდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, გასართობი ინფრასტრუქტურა, კაფე-ბარები, ღია კინოთეატრი, საგამოფენო სივრცეები და რეკრეაციული მწვანე ზონები.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრას მაჟორიტარობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები რიმა ბერაძე, თამარ ტალიაშვილი, მიხეილ ჭკუასელი, ალექსანდრე ხუჯაძე და ირაკლი ზარქუა ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა