საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო
დაძლია.
საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაპირველი რედაქცია უმრავლესობამ 117 ხმით, 7-ის წინააღმდეგ მიიღო. კვორუმისთვის სულ 113 ხმა იყო საჭირო.
მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის პოზიცია და 6 შენიშვნა არ გაიზიარა.
ოპოზიცია აღნიშნულ პროექტს მხარს არ უჭერდა.

















