logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სოსო ცინცაძე - შაშკინმა ბოლო აკორდი უნდა დაუსვას რეფორმებს, რომელიც თავდაცვის უწყებაში ახალაიამ დაიწყო
სოსო ცინცაძე - შაშკინმა ბოლო აკორდი უნდა დაუსვას რეფორმებს, რომელიც თავდაცვის უწყებაში ახალაიამ დაიწყო
15:37 03.07.2012
ექსპერტი სოსო ცინცაძე განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის წარდგენას თავდაცვის მინისტრის პოსტზე დადებითად აფასებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ცინცაძემ განუცხადა, შაშკინი დაბადებით და პროფესიით რეფორმატორია, შესაბამისად, მას ყველა მონაცემი აქვს, რათა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს თავი გაართვას.
„შაშკინმა უნდა დაასრულოს და ბოლო აკორდი დაუვას იმ რეფორმებს, რომელიც თავდაცვის უწყებაში ახალაიამ დაიწყო“ - განაცხადა ცინცაძემ.
ექსპერტი განათლების ყოფილი მინისტრის საქმიანობას ამ და მანამდე დაკავებულ პოსტებზე, დადებითად აფასებს. მისი თქმით, ყველა უწყებაში, სადაც შაშკინი მუშაობდა, საქმეს თავიდან იწყებდა, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მას ამ საქმის ბოლომდე მიყვანა არ დასცალდა.
„რეფორმატორების ტრაგედია ისაა, რომ მათ ზოგჯერ თავისი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას არ აცლიან“ - აღნიშნა მან.
ასევე, ცინაცაძეს მოსწონს პრეზიდენტის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა უწყების ყოფილი ხელმძღვანელის ვანო მერაბიშვილის წარდგენის შესახებ. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილი ძლიერი პოლიტიკოსი, კარგი მენეჯერი და მეურნეა.
ცინცაძემ წინა პრემიერებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან დღემდე, საქართველოს ძლიერი პრემიერ-მინისტრი არ ჰყოლია. მისივე თქმით, ამ მხრივ გამონაკლისი არც ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური იყო.
„გილაურის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ როდესაც პრეზიდენტი მისი გადაყენების შესახებ აცხადებდა, ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, მგონი, იმ საღამოს რესტორანში სუფრა გაშალა, ეს რა ჭირს გადავურჩიო“- იხუმრა მან.
ექსპერტმა დასაქმების სამინისტროს შექმნის გადაწყვეტილებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს მერაბიშვილის მხრიდან დიდი რისკია.
„როგორ ააწყობს ამ სამინისტროს, ეს მერაბიშვილისთვის ტესტი იქნება“-აღნიშნა მან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა