„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის სხდომა დატოვა, რომელზეც
საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განმარტა, ისინი ძალადობრივი კონტიტუციის მიღებას ბოიკოტს უცხადებენ.
შესაბამისად, „ნაც.მოძრაობის“ წევრები კენჭისყრაში მონაწილეობასაც არ მიიღებენ.

















