logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
13:03 13.10.2017
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, თბილისში, ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტმა, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა, ადგილობრივი დემოკრატიების სააგენტოს აღმოსავლეთ პარტნიორობის კოორდინატორმა ნინო თვალთვაძემ გახსნეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ახალგაზრდული საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, კონფერენციის მთავარი თემა ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაა.

„ევროპის საბჭოს რეგიონული კონგრესი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდების ჩართულობაზე კეთდება. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ ჩართულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობას ვუსვამთ ხაზს ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კონფერენციაზე მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის ეფექტურ მექანიზმებსა და ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობის გზებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობაზე, ასევე, მათი მხრიდან თვითმმართველობის გაუმჯობესების ხედვაზე იმსჯელეს.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, როგორც ევროსაბჭოს კონგრესის პარტნიორი, ყოველწლიურად უწევს ორგანიზებას აღნიშნულ ღონისძიებას. წელს კვირეულის თემატიკას მოქალაქეთა ჩართულობა, კონსულტაციები და ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა წარმოადგენს.

„ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეული“ ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში აღინიშნება. მისი მიზანი ევროპული გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივი ხელისუფლების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისება, ასევე ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და სოციალური კავშირების გაუმჯობესებაა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა