„თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის“ პრესის სარეალიზაციო ურიკები და ველოსიპედები ბეჭდურ მედიას უკვე აჭარაშიც ავრცელებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციიდან“ აცნობეს, ბათუმის ცენტრალურ ქუჩებსა და გარეუბნებში, ასევე, მახინჯაურში, ჩაქვსა და ხელვაჩაურში დღეიდან პრესის გამავრცელებელი 15 სპეციალური ურიკა და 5 სპეციალური ველოსიპედი მოძრაობს.
„სასიამოვნოა, რომ აჭარაში დასაქმებულები, ძირითადად, ახალგაზრდები არიან, მათ შორის სტუდენტები, რომლებმაც ზაფხულის პერიოდში პრესის გავრცელების სურვილი გამოთქვეს“ – აღნიშნა „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე ჯიქიამ.

















