საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს, 11:00
საათზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
სხდომაზე განსახილველ საკითხებად განსაზღვრულია:
1. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა.
2. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა.
როგორც “ქართული ოცნებაში” აცხადებენ, ისინი გიორგი მარგველაშვილის წინადადებების გაზიარებას არ აპირებენ და ვეტოს დასაძლევად ემზადებიან. ამისთვის მათ 113 ხმა სჭირდებათ, რისი რესურსიც გააჩნიათ.

















