logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე:ევროატლანტიკური ერთობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ბრძოლის მეთოდები აქტიურად გამოიყენება
მიხეილ ჯანელიძე:ევროატლანტიკური ერთობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ბრძოლის მეთოდები აქტიურად გამოიყენება
10:04 13.10.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით დღეს სახეზეა არა მხოლოდ კონვენციური, არამედ ჰიბრიდული საფრთხეები, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა ერთიან გადაწყვეტას და მიდგომებს საჭიროებს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ევროპის უსაფრთხოების მომავალს მიეძღვნა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თანამედროვე სამყარო უამრავი გამოწვევების წინაშე დგას, რომელთა შორის არის მზარდი რაოდენობის სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები, რადიკალური ექსტრემიზმი და ტერორისტული აქტების უპრეცედენტო სიხშირე, რასაც ემატება კიბერ საფრთხეები.

„დღეს სახეზეა არა მხოლოდ კონვენციური, არამედ არა-კონვენციური გამოწვევები და ტაქტიკა, რაც გამოიხატება ჰიბრიდულ ქმედებებში აგრესორთა მხრიდან. ცხელი კონფლიქტების რაოდენობა დღითიდღე მატულობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში. სამწუხაროდ, ისევ ვხედავთ ბირთვულ საფრთხესაც, უპრეცედენტო მასშტაბებს იძენს რადიკალიზმი და ექსტრემიზმი, მაღალია ტერორისტული აქტების სიხშირეც, რომლებიც გამუდმებულ შიშში ამყოფებს მშვიდობიან მოქალაქეებს. ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მეტად იზრდება კიბერ თავდასხმების საფრთხე, ცალკე უნდა აღინიშნოს მეოთხე სამრეწველო რევოლუცია (ე.წ. Industry 4.0), რომელიც გამოწვევას უქმნის მთავრობებს, რადგან ტექნოლოგიური განვითარების სიკეთეების საზოგადოების ფართო მასებამდე მიტანა ვერ ხდება”, -აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე შეფასებით, ევროატლანტიკური ერთობის წინააღმდეგ და საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად არა-კონვენციურ მეთოდებს აქტიურად იყენებს რუსეთის ფედერაცია, რომელმაც დიდი ხანია მოახდინა საკუთარი სამხედრო სტრატეგიისა და ტაქტიკის მოდერნიზება.
„რუსეთი მედია-ინსტრუმენტებსა და ზოგადად მედიას იყენებს როგორც იარაღს. ინფორმაციის იარაღად გამოყენება რუსეთის სამხედრო სტრატეგიის მთავარი ასპექტია და რუსეთი მას იყენებს როგორც მშვიდობიანობის, ისე კრიზისისა და ომის პერიოდში” - აღნიშნა მინისტრმა.

მისი მოსაზრებით გამოწვევების ეს ფართო სპექტრი დეტალურ დისკუსიებს და ერთიან ძალისხმევას მოითხოვს, რაშიც დიდია ევრო-ატლანტიკური საზოგადოების როლი.

„ჩვენ ვერ მივაღწევთ წარმატებას, თუ არ ვიქნებით ერთად, განსაკუთრებით თუ ერთად არ იქნება ევრო-ატლანტიკური საზოგადოება, და თუ ჩვენ არ დავადგებით გზას, რომელიც არის ერთობლივი ვალდებულებების, ღირებულებებისა და პრინციპების გზა. ამ სიტუაციაში ევროპამ გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს და ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ევროპელი ლიდერების ინიციატივებს, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების განმტკიცებას. ასევე მივესალმებით საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებში სტრატეგიული დიალოგის დაწყებას“ - აღნიშნა ჯანელიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა