საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ესპანეთის სამეფოში განვითარებულ მოვლენებთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც მასშია აღნიშნული, საქართველო ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტს მხარს უჭერს და მიუღებლად მიიჩნევს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას.
“ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებლად მიიჩნევს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას.
იმედს გამოვთქვამთ, რომ კრიზისი დარეგულირდება დიალოგის გზით და ესპანეთის ხელისუფლება შეძლებს კონსტიტუციური წესრიგის დაცვას და ამით გარანტირებული იქნება ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

















