logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დეიმონ ვილსონი: საქართველოს მომავალი სწორედ დასავლეთშია
დეიმონ ვილსონი: საქართველოს მომავალი სწორედ დასავლეთშია
13:10 12.10.2017
„ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“ - ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების წლევანდელი კონფერენციის პირველი პანელია. სესიას მოდერატორობა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ ვილსონმა გაუწია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი დასავლეთშია, სწორედ ამას ადასტურებს საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მაღალი დონის ვიზიტიც.
ვარშავის სამიტის შემდეგ ნატოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, კი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურაიმ, თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ნურეთინ ჯანიკლიმ, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურმა, გენერალ ჯონ ნიკოლსონმა, ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვიტაუტას უმბრასმა და უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ტამას ვარგამ იმსჯელეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანელის ყველა მომხსენებელი შეთანხმდა, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ შეკავების პოლიტიკა და მდგრადობის უზრუნველყოფა ნატოს დღის წესრიგში დგას და რომ, ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები უკვე სახეზეა. პანელის უცხოელმა გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ ერთხმად განაცხადეს, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი და სოლიდარობა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ლევან იზორიამ თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე და ნატოს ახლებურ სტრატეგიებსა და მიდგომებთან მის შესაბამისობაზე ისაუბრა. მინისტრმა განაცხადა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და აღნიშნა, რომ იმ ქვეყნების წრე, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ უნდა გაფრთოვდეს. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს.
შეკავების პოლიტიკის კუთხით მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა ჯეიმს აპატურაიმ და აღნიშნა, რომ ამ მხრივ მიღებული გადაწყვეტილებები უკვე სახეზეა პოლონეთსა და ბალტიის ზღვის ქვეყნებში, აქტიურადაა ჩართული რუმინეთიც.
„ვფიქრობ, რომ აქტიურად უნდა ვიმუშავოთ მეზობელ ქვეყნებთან, რადგან მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა ნიშნავს სტაბილურობას ნატოს წევრი ქვეყნებისთვის“, - განაცხადა ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა.

პანელზე მოხსენებისას თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთი ტერორიზმის საფრთხის წინაშე იმყოფება და ამ კუთხით მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. მან საქართველოს საგარეო პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების პოლიტიკა არის სწორი გზა და ის აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. ნურეთინ ჯანიკლიმ ევროკავშირსა და ნატოს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალმა, გენერალ ჯონ ნიკოლსონმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს, ასევე ყველა წევრ და პარნტიორ ქვეყანას ავღანეთში მისიაში მონაწილეობისთვის.
„ავღანეთში ჩვენს პარნტიორებთან ერთად ვქმნით სტაბილურობის პირობას. ნატოს სიძლიერის ერთ-ერთი ელემენტი პარტნიორ ქვეყნებთან მისი ურთიერთობაა, რადგან თითოეულ ქვეყანას აქვს უნიკალური შესაძლებლობა წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“, - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.

ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება რუსულ ჰიბრიდულ საფრთხეებსა და კიბერუსაფრთხეობასა და დეზინფორმაციის შესახებ გადადგმულ აქტიურ კამპანიებზე გაამახვილა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა