logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო საქმეთა სამინისტრო  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
10:03 12.10.2017
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე წლის 10-11 ოქტომბერს გაიმართა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მოლაპარაკებების ფარგლებშიც განხილვის მთავარ საგანს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილი ქართველების მიმართ მიმდინარე ეთნიკური წმენდა და რუსეთის დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენდა.

სამინისტროს ცნიბითვე, მოლაპარაკებებზე ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა.

„საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დააყენეს სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურება, როგორც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული კვალის გაქრობის მიზანმიმართული მცდელობა და ეთნიკური წმენდის გაგრძელება. მათ თანათავმჯდომარეებს მოუწოდეს მოინახულონ ცხინვალის რეგიონის განადგურებული ქართული სოფლები და სათანადო შეფასება მისცენ აღნიშნულ უკანონო პროცესს.

დღის წესრიგის ერთ-ერთი მწვავე თემა იყო ასევე გალის რაიონში მიმდინარე ეთნიკური დისკრიმინაცია. განხილულ იქნა მკვიდრი ქართველი მოსახლეობის უცხოელებად დარეგისტრირება, ქართული გვარებისა და ეთნიკური იდენტობის შეცვლის იძულება და მათი ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფა. აქცენტი გაკეთდა გალისა და ახალგორის ქართულ სკოლებში განათლების მშობლიურ ენაზე აკრძალვაზე. ქართველმა მონაწილეებმა ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის წახალისებად შეაფასეს ასევე საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება გიგა ოთხოზორიას მკვლელის არ დაკავებასთან დაკავშირებით. თანათავმჯდომარეებმა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს დამნაშავის დაკავების აუცილებლობა.

სამივე თანათავმჯდომარემ და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან ხაზი გაუსვეს თავისუფალი გადაადგილებისა და საკუთარ მიწის ნაკვეთებზე წვდომის პრობლემის გადაწყვეტის აუცილებლობას. საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის, აგრეთვე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს, რაც, თავის მხრივ, ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას იწვევს. მწვავედ დადგა საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრობლემა“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ასევე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მონაწილეებმა საქართველოდან კვლავ დააყენეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის განხორციელება. ამ პროცესის ბოლოდროინდელ მაგალითად დასახელდა კრემლის გადაწყვეტილება სოხუმში რუსეთის სპეციალური საბაჟო პუნქტის შექმნის თაობაზე, რომელიც აფხაზეთის რეგიონის მთელ ტერიტორიას დაფარავს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობას. ხაზი გაესვა ორივე ოკუპირებულ რეგიონში მილიტარიზაციის პროცესისა და სამხედრო წვრთნების გააქტიურებას.

ამ კონტექსტში მონაწილეებმა საქართველოდან ხაზგასმით აღნიშნეს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა და შესრულების აუცილებლობა და ამის უზრუნველსაყოფად ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროება. ძალის არგამოყენების შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეთა განცხადების პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან გამოჩენილი კონსტრუქციული მიდგომის მიუხედავად, რუსეთი კვლავ უარს ამბობს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის განხილვაზე, რითაც მოსკოვი უგულებელყოფს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მე-5 პუნქტით ნაკისრ ვალდებულებებს.

თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან აქცენტი გააკეთეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის საგნობრივი განხილვის აუცილებლობაზე. რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს ამ ჰუმანიტარული პრობლემის პოლიტიზირება და საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებების ოთახი.

მოლაპარაკებების ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იყო აგრეთვე გარემოს დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, კერძოდ, აზიური ფაროსანას მიერ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი. მიღწეულ იქნა შეთანხმება ეკოლოგიურ პრობლემებზე ოპერატიული და ქმედითი რეაგირების მიზნით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2017 წლის 12-13 დეკემბერს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში იმართება ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები“- ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა