logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე „აღმოსავლეთ პარტნიორობასთან" დაკავშირებით ევროპარლამენტის რეკომენდაციებს მიესალმება
მიხეილ ჯანელიძე „აღმოსავლეთ პარტნიორობასთან" დაკავშირებით ევროპარლამენტის რეკომენდაციებს მიესალმება
09:59 12.10.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” შესახებ ანგარიშის დამტკიცებას გამოეხმაურა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ანგარიში რეკომენდაციებს აძლევს ევროკავშირის ინსტიტუტებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალი სამიტის მიზნებთან და შედეგებთან დაკავშირებით.
მინისტრის განცხადებით, რეკომენდაციები სრულად ასახავს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და ჩვენს ხედვებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავლისადმი.
„ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ხედვას, რომელიც დაფიქსირებულია ევროპარლამენტის რეკომენდაციებში "აღმოსავლეთ პარტნიორობასთან" დაკავშირებით, რაც ასახავს საქართველოს ევროპულ მომავალს, ევროპულ მისწრაფებებს, პრაქტიკულ ნაბიჯებს ასოცირებული პარტნიორების შემდგომი ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე ევროკავშირის აქტიურ როლს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში“ - განაცხადა ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის წევრებს, ევროპარლამენტის წევრებს და ევროკავშირთან საქართველოს მისიას აქტიური მუშაობისთვის. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებულ ანგარიშს საბოლოოდ ევროპარლამენტი ნოემბერში მიიღებს პლენარულ სესიაზე.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მხარი დაუჭირა კომიტეტის დიდმა უმრავლესობამ - 40 წევრმა.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მიმართავს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რათა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტმა ხაზი გაუსვას, რომ ასოცირების შეთანხმებები საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან არ არის ევროკავშირთან ურთიერთობების საბოლოო მიზანი და რომ სამიტმა საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით გრძელვადიანი მიზნები უნდა დასახოს. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ სამიტმა კიდევ ერთხელ აღიაროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებები გამომდინარე იქედან, რომ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და 2017 წლის 25 მარტის რომის დეკლარაციის შესაბამისად ყველა ევროპულ ქვეყანას უფლება აქვს განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე. ევროპარლამენტი დაბეჯითებით მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, შეთანხმდნენ სამიტის ამბიციურ დეკლარაციაზე, რომელიც შესაბამის გრძელვადიან მიზნებს დასახავს.
ევროპარლამენტის ანგარიში ასევე მოიცავს მკაფიო გზავნილებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში ასევე ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხი. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში ევროკავშირის როლის გაზრდის მნიშვნელობა, აღმოსავლეთ სამეზობლოში შექმნილი ვითარების, მათ შორის საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის გათვალისწინებით. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას, ევროპის საინვესტიციო ბანკს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ევროპული საინვესტიციო გეგმის წარმატებით განხორციელებაში, ისევე როგორც იმუშაონ ასოცირების შეთანხმებების შემსრულებელი პარტნიორი ქვეყნებისთვის სპეციალური დახმარების მექანიზმის ასამოქმედებლად; ამასთანავე, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს, შეიქმნას სპეციალური ფონდი (trust fund) უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის - მრავალდონორიანი ინსტრუმენტების გამოყენებით, საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად ევროპარლამენტის ანგარიშში ასევე საუბარია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სასწავლო დაწესებულებებში სწავლის შესაძლებლობების გამარტივების აუცილებლობაზე, მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობასა და ამ ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა