logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზურაბ პატარაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა
ზურაბ პატარაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა
18:16 11.10.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში არად ბენკოსნ შეხვდა.


აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში.

ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა არად ბენკოს ავსტრიის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, ავსტრიის რესპუბლიკასთან თანამშრომშრომლობის კუთხით დადებითი დინამიკა შეინიშნება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისა და რეგიონისთვის.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა აჭარის ტყეების მდგრადი განვითარების კვლევა და მომზადდა აჭარის სატყეო სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიული გეგმა. ავსტრიული კაპიტალის მონაწილეობით აჭარაში 5 კომპანია მოქმედებს.

უწყების ცნობით, არად ბენკომ ქალაქ ბათუმში ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს გახსნის სურვილი და ამ საქმეში აჭარის მთავრობის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. არად ბენკოს თქმით, ავსტრიული მხარე დაინტერესებულია აჭარის რეგიონთან თანამშრომლობის ფორმატის კიდევ უფრო გაიზრდითა და მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელებით.

არად ბენკო 1998 წლიდან ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. იყო გაეროს სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკური მრჩეველი ქ. პრიშტინაში. ავსტრიის საელჩოში ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა. 2016 წლის 18 აგვისტოდან კი ავსტრიის რესპუბლიკის პირველ ელჩად დაინიშნა რეზიდენციით თბილისში, სადაც ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო ოფიციალურად 2016 წლის სექტემბერში გაიხსნა. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა