logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე და უსაფრთხოების პარტნიორია
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე და უსაფრთხოების პარტნიორია
12:07 11.10.2017

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების

საკითხებზე პირველი სტრატეგიული დიალოგი გაიმართა. დიალოგის პირველი სხდომა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა.

„საქართველო რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე და უსაფრთხოების პარტნიორია, როგორც ეს ასახულია ევროკავშირის გლობალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის დოკუმენტში. ჩვენ ჩართულნი ვართ ევროკავშირის კრიზისი მართვის ოპერაციებში და საკუთარი წვლილი შეგვაქვს ევროპასა და მთელ მსოფლიოში სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. იმედი გვაქვს, რომ უფრო მჭიდრო თანაქმედების გზით, ჩვენ შევძლებთ უკეთესად დავინახოთ საკუთარი ადგილი ევროპის უსაფრთხოების საერთო არქიტექტურაში და უფრო ეფექტიანად შევიტანოთ წვლილი ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებაში. აღნიშნული ინიციატივა ადასტურებს, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია შემდგომშიც ითანამშრომლოს საქართველოსთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე. სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს რეგულარული დიალოგი როგორც ამ ფორმატში, ისე ასოცირების საბჭოს ფარგლებში, უზრუნველყოფს უსაფრთხოების განზომილებაში უფრო მჭიდრო ინტეგრაციის შესაძლებლობას.“- განაცხადა მინისტრმა სხდომის გახსნისას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევის ფონზე ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და ერთობლივი ინტერესის საკითხებზე მიზნობრივი დიალოგის დაწყებას.
„ამ ურთიერთდაკავშირებულ, კონკურენტულ და რთულ სამყაროში, ისეთი გამოწვევები, როგორიცაა კონვენციური და ჰიბრიდული ომი, ექსტრემიზმი და რადიკალიზმი, კიბერ-დანაშაული, ტერორიზმი და ორგანიზებული დანაშაული, რომლებიც დღითიდღე სულ უფრო რთული და მაღალტექნოლოგიური ხდება, შეუძლებელია გადაწყდეს თანამშრომლობისა და ერთობლივი პასუხისმგებლობის გარეშე-“აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საქმეში ევროკავშირის აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების ინსტიტუტი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თავმჯდომარეობა, ჩართულობის პოლიტიკა აღიარების გარეშე, ფინასური დახმარება, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სამშვიდობო პროცესში.

საგარეო უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ საქართველო აღნიშნული დიალოგის დაწყების ინიციატივით დეკემბერში, ასოცირების საბჭოს ბოლო სხდომაზე გამოვიდა, რის შემდეგაც საკუთარი ხედვა და ზოგადი მიზნები წარადგინა.


 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა