logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მონტენეგროში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ელჩმა უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილა
მონტენეგროში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ელჩმა უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილა
16:44 10.10.2017
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მონტენეგროში (რეზიდენციით ბუდაპეშტი) ზაზა კანდელაკი სამუშაო ვიზიტით მონტენეგროს ეწვია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან პოლიტიკურ საკითხებში ელჩ ზორანიანკოვიჩთან, საკონსულო საქმეთა დირექტორატის გენერალურ დირექტორთან სელიმ ლიკასთან, ასევე მონტენეგროს პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ბრანიმირ გვოზდენოვიჩთან.
უწყების ცნობითვე, მონტენეგროს მხარესთან გამართულ შეხვედრებზე კმაყოფილებით აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და განხილულ იქნა თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები, კერძოდ, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების საკითხი, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო დონეზე, ხაზი გაესვა მონტენეგროსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შემოღების მნიშვნელობას უახლოეს მომავალში.
აღსანიშნავია, რომ მონტენეგროს მხარე გეგმავს საპატიო კონსულის ინსტიტუტის შექმნას საქართველოში, რაც ხელს შუწყობს ორმხრივი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას. გარდა ამისა, იგეგმება ბიზნეს ფორუმის ორგანიზება ქართველი და მონტენეგროელი ბიზნესმენების მონაწილეობით.
მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობაზე.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა