„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით
უთმელიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საირმის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც უთმელიძემ განაცხადა, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება არჩევნებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროს.
„მნიშვნელოვანია, რომ 21 ოქტომბერს, ყველა მივიდეთ არჩევნებზე და საკუთარი აზრი დავაფიქსიროთ. თქვენ გაქვთ უფლება გადაწყვიტოთ, ვის ანდობთ თქვენი ქალაქის ბედს და ეს უფლება უნდა გამოიყენოთ“- განაცხადა უთმელიძემ.
დავით უთმელიძემ ადგილობრივებს დეტალურად გააცნო ქალაქის განვითარების გეგმა, რომელიც ურბანული განვითარების, სატრანსპორტო, ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური, მართვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკებისგან შედგება.
ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატმა, განსაკუთრებული ყურადღება საბურთალოს რაიონში განსახორციელებ პროექტებზე გაამახვილა.
„მე ვარ კახა კალაძის გუნდის წევრი და ჩემი უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, რაც ორმაგი პასუხისმგებლობაა. წარმოვადგენ გუნდს, რომელიც ქვეყანაში, ყველა მიმართულებით, პროგრესს ქმნის. ამასთან, ქვეყნის განვითარების საქმეში თითოეული ადამიანის მხარდაჭერა, თანადგომა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, რათა 2012 წელს „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული სასიკეთო საქმეები მომავალშიც გავაგრძელოთ“,-აღნიშნა დავით უთმელიძემ.

















