logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 გიორგი ბირბიჩაძე: თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და შშმ პირთა უფლებების დაცვა ჩვენთვის პრიორიტეტულია
გიორგი ბირბიჩაძე: თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და შშმ პირთა უფლებების დაცვა ჩვენთვის პრიორიტეტულია
14:50 10.10.2017
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე პარლამენტის წევრ რატი იონათამიშვილთან ერთად შშმ პირთა დღის მომსახურების ცენტრში იმყოფებოდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა და საპარლამენტო დეპუტატმა ცენტრის ბენეფიციარებისგან არსებული პრობლემების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
გიორგი ბირბიჩაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისი იქცეს ინკლუზიურ ქალაქად და ამისთვის შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება. მისივე განცხადებით, შშმ პირთა დამოუკიდებელი გადაადგილების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა, საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით პროექტების დაფინანსება და განხორციელება, ფიზიკური გარემოს ადაპტირება და სკოლამდელი ინკლუზიური განათლება აღნიშნული პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია.
„ძალიან აქტუალურია ქალაქის ინფრასტრუქტურის ადაპტირების საკითხი შშმ პირებისთვის. მუნიციპალური ტრანსპორტის, გაჩერებების, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების, ასევე, საფეხმავლო გზების ადაპტირება აუცილებელია. გარდა ამისა, იმისათვის, რომ შშმ პირებმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ, ჩვენ უნდა შევქმნათ, პირველ რიგში, ის ელემენტარული პირობები, მთელი ქალაქის მასშტაბით, რაც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, კერძოდ, უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივი დანიშნულების და საზოგადოების თავშეყრის ადგილების, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, კულტურული დაწესებულებების, ასევე პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების ადაპტირება. სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობა, ასევე, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება. ამ ადამიანების უფლებები უნდა იყოს დაცული და თანაბარი შესაძლებლობები ყველასათვის უზრუნველყოფილი,“- აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ შშმ პირებთან შეხვედრისას.
პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა, დღის ცენტრის ბენეფიციარებს, თავის მხრივ, ცენტრის ბენეფიციარებს 2018 წლიდან შშმ პირთათვის არებულ პროგრამებში დაგეგმილი პოზიტიური სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა