ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით ბაქრაძე
პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიას ვიზიტით ეწვია.
ელჩმა შეხვედრები გამართა სავაჭრო პალატაში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და ბიზნეს გარემო გააცნო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ და აშშ-ში ვიზიტით მყოფმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ, პენსილვანიის უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიაში მიირეს მონაწილეობა. საქართველოს დელეგაციამ ასევე შეხვედრა გამართა ფილადელფიის საკონსულო კორპუსის ასოციაციის პრეზიდენტთან და შტატში საერთაშორისო ბიზნეს წრის გავლენიან წარმომადგენელ პიტერ ლონგსტრესთან. ელჩმა მოინახულა თანამედროვე სტანდარტების ინოვაციისა და ბიზნეს ინკუბატორი Pennovation Center.
ვიზიტის დასასრულს, დელეგაცია ფილადელფიის ქართულ ეკლესიას ესტუმრა და ადგილობრივი დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ანსამბლი "მ ა მ უ ლ ი"-ს აღსაზრდელები დელეგაციის წევრებს ქართული ცეკვით შეხვდნენ.

















