“ევროპული საქართველოს“ წევრებს დედაქალაქის საკრებულოში არ უშვებენ.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილის განმარტებით, სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, საკრებულოს თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მისივე თქმით, ისინი სხდომის ჩაშლის უფლებას არავის მისცემენ.
აღნიშნულს პარტიის წევრები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის განსახიერებას უწოდებენ.
საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

















