logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხაელ როთმა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში დაადასტურა
მიხაელ როთმა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში დაადასტურა
09:59 10.10.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როთი მიიღო.


საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ დინამიკას, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმდინარეობას და სამომავლო პერსპექტივებს, საქართველოში განხორციელებული რეფორმების კურსს, ასევე გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნების შედეგებს.


ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა მიხაელ როთს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ უმაღლეს და მაღალ დონეზე ვიზიტების ინტენსიური ურთიერთგაცვლა ხელს უწყობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა გერმანიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელების კუთხით.


მიხაელ როთმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გატარებული რეფორმებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის თვალსაზრისით, საქართველოს ლიდერის პოზიცია უკავია მთელ რეგიონში. ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა ქართულ მხარეს დაუდასტურა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა რეფორმების ისევე, როგორც დასავლეთთან ინტეგრაციის სფეროში.



უწყების ცნობითვე, მიხაელ როთი 2017 წლის 9-10 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფება თბილისში, რომლის ფარგლებშიც შეხვედრებს ასევე მართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ადგილობრივ არასამთავრობო, კვლევით და საქართველოში მოქმედ გერმანულ ორგანიზაციებთან.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა