„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ქუჩის
კალათბურთის ტურნირის გახსნას დაესწრო.
სპორტული ღონისძიება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით და ორგანიზებით მიმდინარეობს და ერთ კვირას გასტანს.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ტურნირის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტულ ცხოვრებაში მეტი ახალგაზრდის ჩართვაა.
გამარჯვებული გუნდი კვირას, ფინალურ თამაშზე გამოვლინდება.

















