logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით სერგეენკო: მჯერა, რომ ჯანსაღი ცხოვრების აქტიურ მხარდაჭერაში, კახა კალაძის მუშაობა ეფექტური იქნება
დავით სერგეენკო: მჯერა, რომ ჯანსაღი ცხოვრების აქტიურ მხარდაჭერაში, კახა კალაძის მუშაობა ეფექტური იქნება
15:12 09.10.2017
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს შეუძლია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის სისტემა არ არის და დედაქალაქის მერობის კანდიდატს ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტიური მხარდაჭერა შეუძლია.

„ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპოგანდა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენ გვექნება იმის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ეს ორი მიმართულება გავაძლიეროთ, რადგანაც კახა კალაძეს შეუძლია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანოს. ვფიქრობ, რომ თბილისის მერი სწორედ ის პოზიციაა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა შეეძლება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების აქტიურ მხარდაჭერაში, კახა კალაძის მუშაობა ეფექტური იქნება.

„ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის კონცეფციის პრეზენტაციისას რეალურად სწორი ხედვა დავინახე. მჯერა, რომ ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და ჯანსაღი ცხოვრების აქტიურ მხარდაჭერაში, კახა კალაძის მუშაობა ეფექტური იქნება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით კი, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებული და ჯანსაღი თაობის აღზრდაა.

„ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, ვისაც ხელშეწყობა სჭირდება იმ მიმართულებით, რომ მათი ნამუშევრების გამოფენის შესაძლებლობა მივცეთ. ამიტომ, ჩვენი მხრიდან, ამ მიმართულებით, მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა