საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ვეტოს
დადების ვადა ხვალ ეწურება.
იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოს დადების უფლებას მოცემულ ვადაში არ გამოიყენებს და არც ხელს მოაწერს კანონს, ასიგნაციისთვის ის პირდაპირ პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა. როგორც აღნიშნული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, მარგველაშვილი სავარაუდოდ, 4 საკითხის ჩასწორებას მოითხოვს.

















