ევროპის საქმეებზე გერმანიის სახელმწიფო მინისტრი მაიკლ როთი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში
გერმანიის სახელმწიფო მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და ევროპისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სახელმწიფო მინისტრს ვიქტორ დოლიძეს შეხვდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოგვიანებით, გაიმართება სამუშაო სადილი, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უმასპინძლებს.
ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და არა-სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
ხვალ მაიკლ როთი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისსა და საოკუპაციო ხაზს მოინახულებს.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მცხეთის ღირშესანიშნაობების დათვალიერება.
11 ოქტომბერს კი, ევროპის საქმეებზე გერმანიის სახელმწიფო მინისტრი მაიკლ როთი საქართველოს დატოვებს.

















