logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 პრემიერი სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
პრემიერი სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
09:03 09.10.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნისთვის, პატივია სუამ-ის მინისტერიალის მასპინძლობა, რომელიც ორგანიზაციის დაფუძნების 20 წლისთავს ეძღვნება.

შეხვედრისას, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა წევრი ქვეყნების მზაობას, გადაიდგას აქტიური ნაბიჯები რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებისთვის.

ყურადღება დაეთმო საქართველოს თავმჯდომარეობის მიერ წარდგენილ პრიორიტეტებს და საბჭოზე განხილულ სამომავლო ხედვას, რომელიც მიზნად ისახავს სუამ-ის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკური კონსოლიდაციის, ეკონომიკური კეთილდღეობის, დარგობრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და ხალხთაშორისი კონტაქტების მიმართულებით.
ასევე, ხაზი გაესვა სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის ფარგლებში მიღებული ერთობლივი კომუნიკეს მნიშვნელობას, რომელშიც დადასტურებულია ოთხივე ქვეყნის ერთსულოვნება, გააგრძელონ მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობა სუამ-ის ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ.
შეხვედრაში სუამ-ის გენერალური მდივანი ალტაი ეფენდიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ანდრეი გალბური, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და უკრაინის ელჩები, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე მონაწილეობდნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა