logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძის შეფასებით საერთაშორისო ასპარეზზე სუამი ძლიერ პოლიტიკურ აქტორად ჩამოყალიბდა
მიხეილ ჯანელიძის შეფასებით საერთაშორისო ასპარეზზე სუამი ძლიერ პოლიტიკურ აქტორად ჩამოყალიბდა
23:22 08.10.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სუამ-ის მნიშვნელობასა და მინისტერიალის შედეგებზე საიუბილეო სესიის შემდეგ სუამ-ის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა განვლილი 20 წლის განმალობაში ორგანიზაციის განვითარებას და აღნიშნა, რომ სუამი ამ ხნის განმალობაში საერთაშორისო ასპარეზზე სრულფასოვან და ძლიერ პოლიტიკურ აქტორად ჩამოყალიბდა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ავითარებს წარმატებულ თანამშრომლობას.

„20 წლის წინ, ოთხმა მეგობარმა ქვეყანამ საფუძველი ჩაუყარა სუამ-ის ფორმატის დაარსებას, რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებისათვის. გასული წლების მანძილზე, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, სუამ-ი გარდაიქმნა სრულფასოვან რეგიონალურ ორგანიზაციად, რომლის ფარგლებშიც დღეს წარმატებით ვითარდება პოლიტიკური, დარგობრივი და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა,“- აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საიუბილეო სხდომაზე, მონაწილეებმა შეაფასეს როგორც განვლილ წლებში მიღწეული შედეგები, ასევე დასახეს და შეიმუშავეს ერთობლივი სამომავლო ხედვა ორგანიზაციის კიდევ უფრო ეფექტური და წარმატებული საქმიანობისთვის.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის, მოლდოვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს და სუამ-ის გენერალურ მდივანს ორგანიზაციის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად თბილისში სპეციალურად ჩამობრძანებისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით, არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდება არა მხოლოდ სუამ-ის წევრ სახელმწიფოებს შორის, არამედ ასევე სუამ-ის პარტნიორებთან.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ღონისძიების ფარგლებში სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი საგანგებო კომუნიკეს მნიშვნელობაზე.
„ეს დოკუმენტი ადასტურებს ოთხივე ქვეყნის ერთსულოვნებას, გამოიჩინონ მეტი აქტიურობა და საერთო ძალისხმევით მიაღწიონ მეტ შედეგს, ოთხივე ქვეყნისა დახალხების საკეთილდღეოდ“, -განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ, როგორც სუამ-ის თავმჯდომარე ქვეყანამ, დღეს თბილისში წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს საიუბილეო სხდომას უმასპინძლა. ორგანიზაციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში სუამ-ის პარტნიორი ქვეყნების დელეგაციები, სუამის საპარლამენტო ჯგუფის წევრები და საქართველოს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა