logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დანიაში საქართველოსა და დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღნიშნეს
დანიაში საქართველოსა და დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღნიშნეს
00:32 07.10.2017
საქართველოსა და დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად, დანიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კოპენჰაგენის საკონცერტო დარბაზში (DR Koncerthuset) პირველად გაიმართა საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტის, იუნესკოს ,,მშვიდობის ხელოვანი"-ს, ელისო ბოლქვაძის საფორტეპიანო კონცერტი.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დანიაში გიგი გიგიაძემ.

კონცერტს, საპატიო სტუმრის სტატუსით - ფრანგი კომპოზიტორი, პროფესორი და ფილოსოფოსი, მიშელ სონი (Michel Sogny) ესწრებოდა, ელისო ბოლქვაძის მიერ, კონცერტის მსვლელობისას მსოფლიო კლასიკოსებთან ერთად შესრულდა მისი ნაწარმოებებიც. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტის სრული ჩანაწერის მოსმენის საშუალება დანიელ მუსიკის მოყვარულებს კიდევ ერთხელ მიეცემათ Danish Radio-ს ეთერის საშუალებით 23 ოქტომბერს.

კლასიკური მუსიკის მოყვარული საზოგადოების გარდა, ღონისძიებას ესწრებოდნენ მედია საშუალებების წარმომადგენლები, კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და ქართული დიასპორის წარმოამდგენლები.

საკონცერტო დარბაზი (DR Koncerthuset – studie 2) დანიის ყველაზე მსხვილი მედია გაერთიანების Danish Radio-ს (DR) კუთვნილებაა და სწორედ ამ მედია კორპორაციის საოფისე კომპლექსის ცენტრალური ნაწილია. აღნიშნული ნაგებობა კოპენჰაგენის ერთერთ მთავარ საკონცერტო დარბაზს წარმოადგენს და აკუსტიკური შესაძლებლობებით, მსოფლიოს საუკეთესო ნაგებობებს შორისაა დასახელებული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა