logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გაგრძელდება და მეტად განვითარდება
კახა კალაძე: სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გაგრძელდება და მეტად განვითარდება
22:43 06.10.2017
„ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები. ჯერ კიდევ რჩება ბევრი ოჯახი, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება, ამიტომ სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები აუცილებლად გაგრძელდება და მეტად განვითარდება“ - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ დღეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და ავჭალაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით,მერია ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად იმუშავებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით, რათა შემცირდეს სიღარიბის დონე და თბილისში მცხოვრები მეტი მოქალაქე დასაქმდეს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ამომრჩეველს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის კომპლექსურ ღონისძიებებს სთავაზობს - სპეციალისტების მიერ შემუშავებულ 7 პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინწამოწევას და გააქტიურებას.
გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, კახა კალაძემ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებზე ხაზი გაუსვა იმ ფართების დაკანონების საკითხს, რომლებშიც ოჯახები ათეულობით წელია ცხოვრობენ.
„ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, თუმცა მე მჯერა ეს საცხოვრებელი დროებითია და ჩვენ ყველანი ერთად დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
შეხვედრებს ესწრებოდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარიც, რომლის განცხადებით, წლების განმავლობაში საცხოვრებლით 35 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი არისდაკმაყოფილებული, მათმა ნახევარმა კი ბინები სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიიღო.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. კახა კალაძე სხვადასხვა უბნებისა და რაიონების მცხოვრებებს თბილისის განვითარების საარჩევნო ხედვას მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად აცნობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა