ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის 6-კაციან დელეგაციასთან შეხვედრისას დღეს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოში
წინასაარჩევნო პროცესები მიმიოხილეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განუცხადა.
როგორც თარგამაძემ აღნიშნა, დელაგაციასთან ოპოზიციის ლიდერებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გაამახვილეს ყურადღება, ასევე, საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რასაც დღეს ქვეყანაში არსებული რეჟიმი ქმნის.
„სენატორი შუსტერი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებულია. ვისაუბრეთ წინასაარჩევნო პროცესებზე. დავაფიქსირეთ, რომ საზოგადოებას წინასაარჩევნო პროცესში მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, რათა სწორი არჩევანის გაკეთებაში დავეხმაროთ“ - განაცხადა თარგამაძემ.
აშშ-ს კონგრესის 6-კაციანი დელეგაცია საქართველოს გუშინ ეწვია. დელეგაციას კონგრესმენი ბილ შუსტერი ხელმძღვანელობს. კონგრესმენები სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდნენ. დაგეგმილია მათი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.

















