logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  პრემიერი ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს შეხვდა
პრემიერი ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს შეხვდა
12:21 06.10.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს, ჟენის კასიმბეკს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს.
საუბრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებული დინამიკა და ამ მხრივ არსებული კავშირების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ყურადღება დაეთმო სარკინიგზო და გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღინიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრმა საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ყაზახური კომპანიების ჩართვის დაინტერესება გამოთქვა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობაზე. პრემიერ-მინისტრმა ყაზახური დელეგაცია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია.
ყაზახურმა მხარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა „ექსპო 2017“-ში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ მასშტაბურ გამოფენაზე საქართველო ღირსეულად იყო წარმოდგენილი.
საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ყაზახეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში განსახილველ საკითხებს, რომლის მეცხრე სხდომა დღეს თბილისში გაიმართება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა