ურუგვაიში ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩს და მსოფლიო ტურიზმის
ორგანიზაციის არჩეულ გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს მონტევიდეოს მერმადანიელ მარტინესმა, მონტევიდეოს საპატიო მოქალაქის სტატუსი მიანიჭა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ურუგვაის ტურიზმის მინისტრ ლილიამ კეჩიჩიანთან ერთად, ურუგვაის ქალაქს პუნტა დელ ესტეში მსოფლიოს გარშემო რეგატა ჩემპიონატის „Clipper Round the World Yacht Race“ დახურვის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
უწყების ინფორმაციითვე, „The Clipper Race“ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური რეგატა ჩემპიონატია, რომელიც 8 რაუნდისგან შედგება. შეჯიბრის მონაწილეები მსოფლიოს გარშემო იახტებით იმოგზაურებენ და 5 ოკეანეს გადალახავენ.

















