logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ყაზახეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა
ყაზახეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა
13:03 06.10.2017
ყაზახეთის დელეგაციის თბილისში ვიზიტის ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით სასტუმრო ბილტმორში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ქართული მხრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე, ხოლო ყაზახეთის მხრიდან, ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრი ჟენის კასიმბეკი, ვიცე-მინისტრი იერლან კაიროვი, ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ერმუხამეტ ერტისბაევი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონულ ჭრილში ყაზახურ მხარესთან თანამშრომლობაზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარება და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო, საუბარი შეეხო სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელთა განხორციელებაში ინვესტორთა ჩართულობაა შესაძლებელი.

ყაზახურმა მხარემ არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა და რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ყაზახური კომპანიების ჩართვის დაინტერესება გამოთქვა.

დღესვე, ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრის ჟენის კასიმბეკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა გაიმართა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა