logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ზურაბ პატარაძე ჩინეთის ელჩს შეხვდა
ზურაბ პატარაძე ჩინეთის ელჩს შეხვდა
10:47 06.10.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ძი იენჩის შეხვდა.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმარს აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოზე და ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა. მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის უკვე არსებული ურთიერთობები და რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

უწყების ცნობითვე, შეხვედრას ესწრებოდნენ საელჩოს მდივანი დენგ სუგუანგი და კონსული ლი ჭუო, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე.

შეხვედრაზე ელჩმა საქართველო-ჩინეთს შორის გააქტიურებულ თანამშრომლობაზე გაამხვილა ყურადღება. მისი თქმით, ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა, განსაკუთრებული პოპულარობით კი ქართული ღვინო სარგებლობს.

შეხვედრაზე განიხილულ იქნა უკვე დაწყებული თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სფეროებში. ჩინურმა მხარემ სურვილი გამოთქვა ჩინური ენის კურსების გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის, რაშიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია ჩართული.

ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამხვილა სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობაზე, კერძოდ, სამომავლოდ, რეგიონის ციტრუსის ჩინეთში ექსპორტის შესაძლებლობაზე.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 28-29 ნოემბერს გაიმართება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ (“Tbilisi Belt and Road Forum”), რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვაჭრობას და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებას.

ჩინეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იენჩი აჭარაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ საჯარო უწყებების სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა