საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროპული საგარეო ქმედებათა
სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსთან, დირკ შუბელთან გამართა შეხვედრა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. მხარეებმა თანამშრომლობის დინამიკა დადებითად შეაფასეს. ხაზი გაესვა „ასოცირების დღის წესრიგის“ უახლოეს პერიოდში დამტკიცების მნიშვნელობას, რომელიც 2020 წლამდე განსახორციელებელ პრიორიტეტებს განსაზღვრავს. მხარეებმა, ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების სფეროში დიალოგის გაღრმავების პერსპექტივებზე. აღინიშნა ევროკავშირის განსაკუთრებული როლი საქართველოში კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე ა.წ. 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მიმდინარე სამზადისზე.

















