პარლამენტარის, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ წევრის, გურამ ჩახვაძის შეფასებით, მინისტრის თანამდებობა პოლიტიკური პოსტია
და აუცილებელი არ არის ის სფეროს ექსპერტი იყოს.
როგორც ჩახვაძემ სამთავრობო ცვლილებების შეფასებზე საუბრისას განაცხადა, ედპ-სთვის მთავრობის სამოქმედო პოლიტიკა და მისი პროგრამაა მთავარი.
„ჩვენი პოზიცია დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განახორიციელებს ახალი მინისტრათა კაბინეტი სამთავრობო პროგრამას“- მიაჩნია დეპუტატს.
მისივე შეფასებით, ახალ მინისტრებს სახელმწიფო უწყებებში მართვის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ.
„შემიძლია ვთქვა, რომ მინისტრის თანამდებობა არის პოლიტიკური პოსტი და არ არის აუცილებელი სფეროს ექსპერტი იყო. ამიტომ მინდა მათ წარმატებები ვუსურვო“-განაცხადა ჩახვაძემ და აქვე აღნიშნა, რომ ის ახალ მთავრობასა და მის სამოქმედო გეგმას მხარს იმიტომ ვერ დაუჭერს, რომ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ ოპოზიციურია.

















