logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კანადის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო გაბედულად იღებს სწორ გადაწყვეტილებებს დემოკრატიისკენ სწრაფვის მიზნით
კანადის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო გაბედულად იღებს სწორ გადაწყვეტილებებს დემოკრატიისკენ სწრაფვის მიზნით
12:42 05.10.2017
ევროკავშირსა და ევროპაში კანადის სპეციალური წარმომადგენელის სტეფან დიონის განცხადებით, პრემიერ- მინისტრ ტრუდოს სურდა როგორც მის სპეციალურ წარმომადგენელს ევროპაში პირველი ვიზიტი საქართველოში ჰქონოდა, ევროპის ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი. მისი თქმით, მიზეზი გახლავთ ის, რომ როდესაც ქვეყანა გაბედულად იღებს სწორ გადაწყვეტილებებს დემოკრატიისკენ სწრაფვის მიზნით, კანადა უნდა იყოს სწორედ იქ, რათა გამოხატოს საკუთარი მხარდაჭერა.
ამის შესახებ სტეფან დიონმა თბილისში, კანადის კონფედერაციის დაარსების 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიებას, რომელიც ასევე მიეძღვნა საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.
საგარეო უწყების ინფორმაციით, როგორც ევროკავშირსა და ევროპაში კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა დემოკრატია მუდმივად განვითარებადი პროცესია და დემოკრატიული მთავრობა უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და მაჩვენებლებს. ამ კონტექსტში კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე, სადაც პრემიერმა სწორედ საერთაშორისო სტანდარტებსა და მაჩვენებლებზე დაყრდნობით ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და წარმატებებზე. დიონის თქმით, სწორედ ასეთი მიდგომით საქართველო მუდმივად დაინახავს საკუთარ პროგრესს და მიაღწევს დიდ წარმატებას.
ევროკავშირსა და ევროპაში კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და კანადას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და განიხილა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები პოლიტიკური, საპარლამენტო, სამხედრო, ეკონომიკური, სავაჭრო და სხვა მიმართულებებით. სტეფან დიონის განცხადებით, არსებობს ძალიან ბევრი მიმართულება, სადაც საქართველო და კანადა უნდა იდგნენ ერთმანეთის მხარდამხარ და ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობა აუცილებლად იქნება პოზიტიური შედეგის მომტანი, განსაკუთრებით რეგიონისთვის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა