logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური გარდაქმნის კუთხით მიღწეულ პროგრესს მაღალი შეფასება მისცა
კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური გარდაქმნის კუთხით მიღწეულ პროგრესს მაღალი შეფასება მისცა
18:24 04.10.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ევროკავშირსა და ევროპაში კანადის სპეციალურ წარმომადგენელთან, კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გერმანიაში, კანადის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან სტეფან დიონთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის ყველა სფერო. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს. მიხეილ ჯანელიძემ კანადურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ, მათ შორის ეკონომიკური და ეფექტური მმართველობის მიმართულებით რაც, ასევე, ხელს შეუწყობს კანადასთან ორმხრივი ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავებას. კანადურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური გარდაქმნის კუთხით მიღწეულ პროგრესს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და იმ პოლიტიკური თუ პრაქტიკული დახმარებისთვის, რასაც კანადა ახორციელებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში.
უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები, უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. კანადის მხარე მიესალმა საქართველოს ხელისუფლების აქტიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია როგორც რეგიონში, ისე გლობალური მასშტაბით მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისაკენ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ აქტიური მუშაობა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში კანადის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კრისტოფერ კუტერი, სპეციალური წარმომადგენლის მრჩეველი ჯენა რენნე მარტინუზი და კანადის კონსული და მთავარი სავაჭრო წარმომადგენელი კრისტოფერ ვიმერი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა