საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გიორგი
მარგველაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ ორ საკითხს შეეხო.
ამის შესახებ აბაშიშვილმა პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ამ შეხვედრაზე, მათ შორის საუბარი შეეხებოდა იმ ორ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია საკონსტიტუციო ცვლილებებთან. აღნიშნულ საკონსტიტუციო საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტი აგრძელებს კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან. უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის, მისი გუნდის მხრიდან არ დააკლდება მცდელობა იმ მოქმედებებს, რომ პოზიციები მეტად იყოს დაახლოებული კონსესუსისკენ"- განაცხადა აბაშიშვილმა.

















