პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრა,
რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ეხებოდა, დასრულდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი ხედავს იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რაც საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად მოხდა და სახეზეა.
„პრეზიდენტი ასევე ეთანხმება, რომ ორი საკითხი, რომლებზეც ვენეციის კომისიასთან შეთანხმებაც მიღწეულია, დროულად განხორციელდეს. ჩვენ მისგან საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდებით, თუმცა ის იზიარებს საჭიროებას, რომ ამ ორი საკითხის განხორციელება და ასახვა კონსტიტუციაში მოხდეს რაც შეიძლება მოკლე დროში“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

















