logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 პრემიერი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
პრემიერი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
16:40 04.10.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ბილიანა მილოშევიჩს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მთავარი თემები საქართველოში კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესი, ამ მიზნით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის საქმიანობა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მიმდინარე ჰუმანიტარული პროგრამები იყო.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხუთწლიან სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებულია კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებულ ადამიანთა ხვედრის გარკვევაზე, ასევე - ნეშტების მოძიება-ამოცნობასა და ოჯახებისთვის გადაცემაზე.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა პრემიერ-მინისტრს ამ პროცესში საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაზე ისაუბრა.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ, თანამშრომლობის შედეგად, 2017 წელი, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების მიმართულებით, ყველაზე ნაყოფიერი იყო; ასევე, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ამოცნობისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი თითქმის გასამმაგდა.

პრემიერ-მინისტრმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძიებლად გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

შეხვედრას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონული კოორდინატორი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებში ლინა მილნერი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა