logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბეგლარ სიორიძე ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა
ბეგლარ სიორიძე ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა
09:57 04.10.2017
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ბეგლარ სიორიძე, ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე.
„ჩვენს გამარჯვებას წინ არაფერი უდგას, რადგან ვხედავ, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვართ და ვიცით ღირსების ფასი. “ქართულმა ოცნებამ“ წინა საარჩევნო კამპანია ღირსეულად დაიწყო და ასევე ღირსეულად დავამთავრებთ ამ კამპანიას. დაპირებების გაცემა, რომლებსაც უხვად არიგებენ ოპონენტები, მარტივია, თუმცა შესრულება რთული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ. მე თქვენთვის მომინდია არჩევანის გაკეთება. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს“. - განაცხადა ბეგლად სიორიძემ.
შეხვედრაზე პარლამენტის წევრმა, ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რომ არჩევნებში წარმოდგენილ კანდიდატებს გამარჯვების შემდეგ მოსახლეობასთან ღია კომუნიკაცია ექნებათ.
„ჩემთვის ძალიან მშობლიურია ეს მხარე. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ. მე მჯერა რომ წარმოდგენილი კანდიდატები გაიმარჯვებენ და მათ მოსახლეობასთან ღია კომუნიკაცია ექნებათ. ჩვენ თქვენთან ყოველდღიური ურთიერთობა გვინდა და ერთად ძალიან ბევრს შევძლებთ“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთის მოსახლეობას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა ყველას მმართველი გუნდის სახელით მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის. ჯერ კიდევ რჩება ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გასაკეთებელი და ერთად ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.
შეხვედრაზე ოფიციალურად წარადგინეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საკრებულოს სიის პირველი ათეული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა