შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალიას კანდიდატურა დასახელდა. განახლებული მთავრობის ახალი კანდიდატები
დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგზე დაასახელა.
მისი განმარტებით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრად კი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე.
იცვლება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და ამ ადგილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების ყოფილი მინისტრი დალი ხომერიკი დაიკავებს.
მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მინისტრობის კანდიდატები პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა.

















