სამთავრობო პროგრამა - „მეტი სარგებელი ხალხს“ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია
ხუროშვილმა რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში შეიტანა.
პროგრამა სულ შვიდგვერდიანია, ხოლო ძირითადი პრიორიტეტებია - ჯანდაცვის, დასაქმებისა და სოფლის მეურნეობის სფეროები.
„სამთავრობო პროგრამა გათვლილია ოთხ წელზე - 2012-2016 წლებზე. მთავრობის ახალი პროგრამა საკმაოდ ამბიციური და შესრულებადია“-აცხადებს ხუროშვილი.
მისივე თქმით, სამთავრობო პროგრამას ბიუროს სხდომის შემდეგ დარგობრივ კომიტეტებში და ფრაქციებში განიხილავენ.
რამდენიმე წუთში ასევე, პარლამენტში შევა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია. საორგანიზაციო კომიტეტში აღნიშნულ დოკუმენტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ირაკლი გორდულაძე შეიტანს.

















