logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
NDI: მოქალაქეები ენდობიან საარჩევნო პროცესს და მათი შეფასებით, გასული წლის საპარლამენტო არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო
NDI: მოქალაქეები ენდობიან საარჩევნო პროცესს და მათი შეფასებით, გასული წლის საპარლამენტო არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო
16:44 03.10.2017
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიშს აქვეყნებს. როგორც შემაჯამებელ ნაწილშია ნათქვამი, ეს არჩევნები საქართველოს საშუალებას აძლევს, სანდო არჩევნების ჩატარების დამკვიდრებული პრაქტიკა გააგრძელოს.
„პლურალიზმი ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის დამკვიდრებული ნაწილია და 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ამომრჩევლებს მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანის გაკეთების საშუალება აქვთ. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არჩევნებისთვის მზადების პროცესშია. სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად აწარმოებს სადამკვირვებლო ღონისძიებებს. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები ენდობიან საარჩევნო პროცესს და მათი შეფასებით გასული წლის საპარლამენტო არჩევნები იყო უსაფრთხო, კარგად ორგანიზებული და დაშინებისგან თავისუფალი. ეს არჩევნები საქართველოს საშუალებას აძლევს, სანდო არჩევნების ჩატარების დამკვიდრებული პრაქტიკა გააგრძელოს. თუმცა, მთლიანობაში, ამ დროისთვის საარჩევნო გარემო არსებით შეჯიბრებითობას, პოლიტიკისა და საკითხების ირგვლივ დებატებს ან ადგილობრივი თვითმმართველობის გაუმჯობესების კუთხით ალტერნატიული ხედვებს მოკლებულია, რაც ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში პოტენციურად ხელს უშლის. მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო შემოწირულობების 95 პროცენტი მიიღო და ვრცელ სარეკლამო კამპანიას აწარმოებს. “ქართული ოცნება” მედიაშიც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი, მათ შორის - სამთავრობო პროექტებისა და მიღწევების გაშუქების გზით. ამის საპირისპიროდ, ოპოზიციური პარტიები რესურსების სერიოზულ ნაკლებობაზე საუბრობენ, რაც მათ კარდაკარის კამპანიის გარდა სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარებაში ხელს უშლის. ოპოზიცია აცხადებს, რომ სახსრების და რესურსების ასეთი უთანასწორო განაწილება ჯანსაღი შეჯიბრის ალბათობას შეუძლებელს ხდის. პარტიები და კანდიდატები ან ძალიან თავდაჯერებულნი არიან არჩევნების შედეგში ან შეგუებულნი არიან ამ შედეგს. ყველა ოპოზიციური პარტია ამტკიცებს, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოებისას მრავალი პრობლემა არსებობს, როგორიცაა: ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ფართომასშტაბიანი დაშინება და საარჩევნო კომისიების საქმიანობაში პარტიული ჩარევა. ამ დროისთვის ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის ორი ფაქტის შესახებ გავრცელდა, რამაც ბევრი შეაშფოთა, რომ ასეთი ფაქტები კიდევ მოხდება. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გამოკლებით, ოპოზიციურმა პარტიებმა ძალიან ცოტა ოფიციალური საჩივარი შეიტანეს. ისინი აღნიშნავენ, რომ მათ საჩივრების განხილვის პროცესს არ ენდობიან და კონკრეტული დარღვევების გასაჩივრებისთვის საკმარისი რესურსი არ აქვთ. საარჩევნო დარღვევების ბრალდებების დასამტკიცებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები მწირია. თუმცა საზოგადოებაში დამკვიდრებულ აღქმას, რომ დარღვევები ხდება, შეუძლია საარჩევნო პროცესისა და დემოკრატიული მმართველობის მიმართ ნდობა შეარყიოს. არჩევნების დღემდე დარჩენილი კვირების განმავლობაში ხელისუფლებამ დაშინებისა და არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის ყველა შემთხვევა სწრაფად უნდა გამოიძიოს და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს. საარჩევნო ადმინისტრაციამ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება უნდა გააგრძელოს, რათა მათ დარჩენილ საარჩევნო პერიოდში პროცედურები მკაცრად დაიცვან და უშუალოდ არჩევნების დღეს გაუგებრობები თავიდან აიცილონ. თავის მხრივ, მედიამ უნდა შეასრულოს დაპირება, რომ კანდიდატების დებატებს და კამპანიების საკითხებს გააშუქებს. პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა კი მონაწილეობა უნდა მიიღონ ამ დებატებში და საზოგადოებას საკუთარი ხედვები გააცნონ”-ნათქვამია ანგარიშში.
კვლევა 29 აგვისტო – 25 სექტემბრის შუალედს მოიცავს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა