საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზად არის დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებების
პროექტთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებს შეხვდეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, შეხვედრა 16:00 საათზეა ჩანიშნული.
„თითქმის კვირაზე მეტია საქართვლოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მზად არის შეხვედრისათვის. ყოველთვის ღიაა პრეზიდენტი უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხებზე საკომუნიკაციოდ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის ცხადია, „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ კვლავ ადგილი აქვს სპეკულაციას, მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციაც იყო.
სწორედ ამ სპეკულაციების დასასრულებლად მინდა ღიად განვაცხადო და მოვიწვიო „ქართული ოცნების“ და უმრავლესობის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრაზე. პრეზიდენტი მზად არის, რომ მათ შეხვდეს 4 საათზე“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

















