საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მედიის თავისუფლების
საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლთან ჰარლემ დეზირთან შეხვედრას გამართავს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ჰარლემ დეზირი პირველად სტუმრობს საქართველოს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის რანგში.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ობუცმენის ინსტიტუტში.
ჰარლემ დეზირი საქართველოს 2-4 ოქტომბერს სტუმრობს.

















