logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე თეა წულუკიანსა და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საქართველოს სამდივნო წარმომადგენლებს შეხვდა
კახა კალაძე თეა წულუკიანსა და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საქართველოს სამდივნო წარმომადგენლებს შეხვდა
14:47 03.10.2017
“ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე „ღია მმართველობის პარტნიორობის“(OGP) აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანსა და OGP-ის საქართველოს სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდა.
მერობის კანდიდატმა თეა წულუკიანს ხელმოწერილი „ღია მმართველობის ქვე-ეროვნული დეკლარაცია“ გადასცა. კახი კალაძე პირველია მერობის კანდიდატებიდან, რომელმაც აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა OGP-ის საქართველოს წარმომადგენლობასთან შეხვედრა მათი ნიუ-იორკიდან დაბრუნების შემდეგ ითხოვა. კახა კალაძემ მასპინძლებს, ორგანიზაციასთან პარტნიორობის ფარგლებში, თბილისის წარმატებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო. ასევე, განიხილა, თუ როგორ უნდა დახვდეს საქართველოს დედაქალაქი ახლო მომავალში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს.
„მისასალმებელია, რომ საქართველო არის OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა. ზოგადად გამჭვირვალობა, ღიაობა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ახლო მომავალში ამ მიმართულებით გვექნება კონკრეტული პროგრამის პრეზენტაცია, თუ რა პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ თბილისის მერიაში“, - განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე განმარტებით, იგეგმება პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ადამიანების ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში, რათა მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღონ საკუთარი რაიონის ბიუჯეტის დაგეგმვაში, პრიორიტეტების განსაზღვრასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
ჟურნალისტებთან კომენტარი ასევე გააკეთა OGP-ს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა. მინისტრის განცხადებით, კახა კალაძე მერობის პირველი კანდიდატი, რომელიც ამ დროისთვის მათ ეწვია.
„მას აქვს კონკრეტული ხედვა თუ როგორ უნდა გაიყვანოს დიდ მასშტაბზე 2016 წელს თბილისის მერიის მიერ დაწყებული ურთიერთობა „ღია მმარველობის პარტნიორობის“ ორგანიზაციასთან, რადგან თბილისი ამ დროიდან ერთ-ერთი პირველი დედაქალაქია, რომელიც ორგანიზაციას შეუერთდა პარიზთან ერთად“, - აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, OGP-ის საქართველოს სამდივნო მზადაა, სურვილის შემთხვევაში, კახი კალაძის მსგავსად, სხვა კანდიდატებსაც შეხვდეს და მათი ხედვები მოისმინოს.
როგორც ცნობილია, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრი ქალაქი თბილისი − ერთ-ერთი პირველი დედაქალაქია ორგანიზაციის 75 წევრი ქვეყნის დედაქალაქებს შორის, რომელიც 2016 წელს „ღია მმართველობის პარტნიორობას“ შეუერთდა და ვალდებულებები აიღო გამჭვირვალობის, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში 19 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადმოიბარა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო თავმჯდომარეობს ორგანიზაციას, რომლის შემადგენლობაშიც, დღეის მონაცემებით, 75 ქვეყანაა. „OGP“-ის მმართველ კომიტეტში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარმოადგენს. საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო. ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო არენაზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა