logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 კახა კალაძე: ის, რომ ბიძინა ივანიშვილს პუშკინის სკვერის მიმდებარედ ავტოსადგომი საჩუქრად გადაეცა, ძალიან დიდი ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაციაა
კახა კალაძე: ის, რომ ბიძინა ივანიშვილს პუშკინის სკვერის მიმდებარედ ავტოსადგომი საჩუქრად გადაეცა, ძალიან დიდი ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაციაა
12:44 03.10.2017
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, პუშკინის სკვერის მიმდებარედ ავტოსადგომის მოწყობასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს.
ამის შესახებ კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მინდა გამოვეხმაურო იმ უსამართლო განცხადებებს დ არასწორ ინფორმაციას, რომელსაც ე.წ. ოპოზიცია, კონკრეტულად, ორივე ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს, რომ თითქოს პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომი საჩუქრად გადაეცა ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია“ - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია საინვესტიოციო ვალდებულებებით შესაბამის კომპანიას გადაეცა, რომელმაც უნდა მოაწყოს მიწისქვეშა პარკინგი, რაშიც მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.
მისივე თქმით, დაახლოებით, ათი ლოკაციაა ქალაქში მონიშნული, სადაც ავტოსადგომები უნდა განთავსდეს და ამათგან ერთ-ერთი სწორედ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაა. მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მიწისქვეშა პარკინგი იმ დანარჩენ ცხრა პარკინგთან ერთად, რომლის გაკეთებაც მომდევნო წლებში იგეგმება.
„ერთის მხრივ, ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ ქალაქში პარკინგის სერიოზული პრობლემაა, მეორეს მხრივ კი ეწინააღმდეგებიან მსგავსი პროექტების განხორციელებას. მიზეზი მარტივია - მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია, იმიტომ, რომ ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყანაში“, - განაცხადა კალაძემ.
ვიდეომიმართავში თბილისის მერობის კანდიდატმა „პანორამა თბილისისა“ და თაბორის მთაზე მიმდინარე პროექტების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, „პანორამა თბილისის“ მშენებლობა, რაზეც 400 მილიონი ამერიკული დოლარი იხარჯება და 15 ათასამდე ადამიანია დასაქმებული, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვთარებისთვის და ეკონომიკური წინსვლისთვის.
კალაძემ ასევე დეზინფორმაცია უწოდა თაბორის მთაზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მიწების მითვისების შესახებ ოპონენტების კიდევ ერთ ბრალდებას. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, თაბორის მთაზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარწყავი სისტემის მოწყობა მწვანე ნარგავებისთვის, ხოლო იმ პროექტის განხორციელებით, რომელიც ამ ტერიტორიაზე იგეგმება და გულისხმობს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას, ასევე, ულამაზესი მწვანე სივრცის შექმნას, თაბორის მთა გახდება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ევროპაში, სადაც თითოეულ თბილისელს შესაძლებლობა ექნება ავიდეს და განიტვირთოს.
„ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ქალაქის წინსვლას და განვითარებას. ჩვენ ეკოლოგიასაც მოვაწესრიგებთ, ტარანსპორტსაც მოვაწესრიგებთ, შეიქმნება საპარკინგე სივრცეები. ის ძალიან მძიმე, არსებული ვითარება პარკირებასთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს შემოვიდა და კაბალური ხელშეკრულება იქნა გაფორმებული, ჩემი მერობის პირობებში სამართლებრივად დასრულდება. ასევე დავასრულებთ მიდგომებს, რომ მიზანმიმართულად ვრცელდებოდეს დეზინფორმაციები და პასუხის გამცემიც არ იყოს არავინ, ეს ძალიან საწყენია. არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იცრუოს, მოიტყუოს და მოსახლეობაში შეიყავანოს შეცდომაში. მართლა არ ბნელა ქვეყანაში, არ არის მხოლოდ „პარტია რუსთავი 2“, არის სხვა შესაძლებლობებიც, არსებობს ინტერნეტი და სწორი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია“, - განაცხადა კახა კალაძემ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა