logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ბირბიჩაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას კარდაკარ ხვდება
გიორგი ბირბიჩაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას კარდაკარ ხვდება
12:46 03.10.2017
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას კარდაკარ ხვდება. გიორგი ბირბიჩაძე ვაჟა-ფშაველას მე-3 და მე-6 კვარტალში იმყოფებოდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მაჟორიტარობის კანდიდატს სხვადასხვა საჭიროებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
„მიუხედავად ამინდისა, წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. არჩევნებამდე 18 დღე რჩება და ვცდილობ, ეს დრო მაქსიმალურად ნაყოფიერი იყოს - შევხვდე თითქმის ყველა ამომრჩეველს, მოვისმინო პრობლემები, გავაცნო ჩვენი გუნდის საარჩევნო პროგრამა, რადგანაც სწორი არჩევანის გასაკეთებლად მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, თუ რას გააკეთებს მომავალში მის მიერ არჩეული გუნდი. ჩვენ გვაქვს, როგორც ქალაქის, ასევე, თითოეული რაიონის განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელიც, თავის მხრივ, ეკოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მუნიციპალური ავტოპარკის განახლებას, ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი და მკაფიო ნაბიჯების გადადგმას, დედაქალაქის იერსახის მოწესრიგებას, ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლებას, პარკირების სისტემის, ასევე, საცობების დარეგულირებასა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს. სწორედ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვცდილობ მაქსიმალურად ფართო აუდიტორიისთვის იყოს ხელმისაწვდომი „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა და კარდაკარი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ამისთვის,“- აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ.
ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ისეთ ოჯახებსაც ესტუმრა, რომელთა წევრებიც ასაკისა თუ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სურვილის მიუხედავად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებს ვერ ესწრებიან. გიორგი ბირბიჩაძემ აღნიშნა, რომ ვაკის გამგებლის მოადგილედ მუშაობისას, მისი საკურატორო სფერო, სწორედ, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება იყო.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში მე პირადად ვხვდებოდი თითქმის ყველას, ვინც სხვადასხვა საჭიროებებთან დაკავშირებით გამგეობას მიმართავდა და კარგად ვიცი, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი რაიონი. სწორი მენეჯმენტით, ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ 15 000-მდე ადამიანს გავუწიეთ დახმარება და მე მათ მხარდაჭერას დღეს ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. ვპირდები ამომრჩეველს, ჩემს გუნდთან ერთად მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ სოციალური შეჭირვება მინიმუმამდე დავიდეს. ასევე, გაგრძელდება ჯანდაცვის მიმართულებით არსებული ყველა პროგრამა და ამოქმედდება დამატებით ახალი პროგრამები, იმისათვის, რომ თბილისელებმა იგრძნონ შვება და იცხოვრონ ღირსეულად,“- განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა